მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:27-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი სწორედ დღეს დატოვებს მშვილდოსანს და ერთი წლით თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რომელსაც წინსვლასა და განვითარებასთან ერთად, უამრავი სასიამოვნო სიურპრიზითაც გაახარებს.

აკონტროლეთ ემოციები, რადგან მაქსიმალურად მოიმატებს მგრძნობიარობა და აღქმის უნარი, გაღიზიანება და ნევროზულობა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის მისაღებად და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი საქმიანობისა და რეფორმების განსახორციელებლად, კულტურული ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და საცხოვრებლის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ფსიქოტროპული პრეპარატებისა და ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი, ქალწული და მორიელი.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები