LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

114
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ აგრესიის და უმიზეზო პრეტენზიის გამოთქმას, კამათს და კონფლიქტს გარშემომყოფებთან, კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი და მხოლოდ შემდეგ გადადით მოქმედებაზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი პროექტების და გადაუდებელი საქმეების განსახორციელებლად, კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოსაძიებლად, ტანსაცმლის, ავეჯის და სპორტული ინვენტარის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. არ გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო ხორცით და თევზით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და თვალებს, ნუ დაძაბავთ მხედველობას. მოერიდეთ სპომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას და მზეზე გარუჯვას, ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სიზმარს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები