დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი, კონტაქტური და კომუნიკაბელური, ყოველთვის ოპტიმისტურად განწყობილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

თავი შეიკავეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათისგან.

აკონტროლეთ საკუთარი სურვილები და ემოციები, არ აჰყვეთ ცდუნებებს.

მოერიდეთ ხალხმრავლობას და საეჭვო ადამიანებს, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის, დაცინვის და გაჭორვის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, გამოფენების და პრეზენტაციების მოსაწყობად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს, ფილტვებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, საფირონი, გეაცინტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის მანძილზე ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას.

მსგავსი თემები