LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

885
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:39-დან 17:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს და უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობას, სიღრმისეულად შეისწავლეთ ყველა საკითხი და რეალისტურად დასახეთ გეგმები, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს და ხვალ განსაკუთრებით მაღალია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ძველი ტრადიციების გასახსენებლად და ხელნაკეთი ნივთების შესაძენად, აუქციონების და სასამართო პროცესების მოსაწყობად.  ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ შაქრის მიღებისგან, მოერიდეთ სიმძიმის აწევას და გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, წითელი, თეთრი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აგატი, ოპალი, ამეთვისტო და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები