LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

489
cagarelimisha2021

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:06-დან 17:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ფინანსური და კარმული ვალების გასტუმრების დღეა. არაა გამორიცხული პრობლემები შეგექმნათ ხელშეკრულებების გაფორმებისას.

მოიმატებს სექსუალური ენერგია. მთავარია, მოჭარბებულმა სექსუალურობამ არ მიიღოს აგრესიული ფორმა, რადგან ასე მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით და ვერ ასცდებით ურთიერთობის გარჩევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საიუველირო ნაწარმის და ანტიკვარიატის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის და ლატარიის ბილეთების შესაძენად, ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი,  მწვანე, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები