LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

517
მიხეილ ცაგარელი

გაიხსენეთ ძველი ტრადიციები და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა კომპლექსების დასაძლევად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და მეგობრული კონტაქტების გასაფართოვებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თევზით და ჰერკულესით. არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ გულსა და ხერხემალზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მეწყულისთვის, სირთულეების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები