მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:52-დან 01:00  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ, დღევანდელი დღე განსაკუთრებით რთული იქნება, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მეტი ყურადღება.

დიდი კოსმიური მასწავლებელი – პლანეტა სატურნი თხის რქიდან 2 ივლისამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს  და ყველასგან, პირველ რიგში კი, პოლიტიკოსებისგან მეტი დემოკრატიულობის გამოჩენას, რეფორმების გატარებას და შესაბამისი კანონების მიღებას მოითხოვს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ძველი პროექტების დასასრულებლად, თუმცა არ ღირს სამომავლო გეგმების დასახვა, მაღალია პროვოკაციების ალბათობა, ამიტომ არც ახალი საქმის დაწყება გაამართლებს.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლიფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05