LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

823
mikheil-cagareli-new

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:00-დან 16:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გაუფრთხილდით ძვირფას ნივთებს, მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობასა და მოგზაურობას, რადგან მაღალია სატრანსპორტო შეფერხებების ალბათობა.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა გულწრფელობისა და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ჯვრისწერისა და ქორწინებისთვის, სპორტული ღონისძიებების და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების გასამართად და საკუთარი პროექტების წარსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით. მოერიდეთ სტომატოლოგთან ვიზიტს, გაუფრთხილდით დასუსტებულ კბილებს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, წითელი, ოქროსფერი, იისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი, აქატი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი შემოსავლის მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებს კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები