LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

655
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -08:55-დან 16:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ერთგვარი პაუზის დღეა დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების წინ. კარგად დაისვენეთ და ენთუზიაზმით შეუდექით გრანდიოზული პროექტების განხორციელებას.

თავი შეიკავეთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გარჩევისგან, რადგან ნებისმიერი კამათი წყენით, მოვლენების არასწორი შეფასებით დასრულდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარიული აღმოჩენებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და რომანტიკული ურთიერთობების გაბმა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები,  ბინის შეცვლა და სესხის ახება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი ასევე ზურმუხტი, აგატი ბრილიანტი, სერდოლიკი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ სასწორსა და მშვილდოსანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები