დღეს და ხვალ დაწყებული საქმე კარგად წარიმართება და აუცილებლად თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობისას თავი შეიკავეთ ზედმეტი პირდაპირობისგან, უმიზეზო კრიტიკისა და წვრილმანებში ჩაძიებისგან, რადგან ასე მხოლოდ დაძაბულობას და კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის შესაძენად, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ფინანსური და საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. გაუპრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევევ აგატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

მსგავსი თემები