LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

585
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

დაეხმარეთ პარტნიორებს და ორმაგ ხელშეწყობას მიიღებთ მათგან.  არაა გამორიცხული მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია, რომლის სწორად გამოყენება მომავალში მოგიტანთ სარგებელს, თუმცა არ ღირს ზედმეტად გარისკვა და გაურკვეველ ავანტიურაში მონაწილეობა, რადგან ერთ სფეროში მოგება, მეორეში – აუცილებლად მარცხით დასრულდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დასაწყებად და ძველი პროექტების განსახორციელებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსუტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, თუმცა კარგი დღეა გულის დაავადებების სამკურნალოდ. მაღალია საკვებით მოწამვლის და ალერგიული დაავადებების გამწვავების ალბათობა, ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქტი, რომელსაც მიირთმევთ და მოერიდეთ ხორცის, თევზის და რძის პროდუქტის მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვიტსო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები