LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1668
mishacagareli345

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი, კონტაქტური და კომუნიკაბელური, მეტად გონებამახვილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების და შეცდომის დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს ზედაპირულობა და ფლირტისადმი მიდრეკილება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის შეძენისთვის, სამეცნიერო და ვერცხლისფერი, კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, სავაჭრო ოპერაციების წარმოებისა და აუქციონების მოსაწყობად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და უჰაერო სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს და ყელს.

დღის ფერები და მინერალები – ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი, ლაბრადორი, გიაცინტი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს. მეტად ჰარმონიული დღეა ტყუპებისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები