LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

504
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:39 -დან 00: 09 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

საქმიანობის და აქტიური მოქმედების მმართველი პლანეტის – მარსის 15 სექტემბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას, ორგანიზებულობას და შრომისუნარიანობას, შეუპოვრობას, პრაგმატულობას, წვრილმანების დანახვის და შეცდომების გამოსწორების უნარს, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს, პრინციპულობას და ზედმეტ პირდაპირობას, წესრიგისა და სისუფთავისკენ პედანტურ მიდრეკილებას გააძლიერებს.

არ ღირს საკუთარი სურვილის მისაღწევად ფიზიკური ძალის გამოყენება და გარშემომყოფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია პროვოკაციების, მასობრივი კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დასაწყებად, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ხელშეკრულებების გასაფორმებთან და საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების გასარკვევად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით, განსაკუთრებით მაწვნით, ყველით და ხაჭოთი. მოერიდეთ სტომატილოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, სისხლძარღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სარდიონი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სიზმარს, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები