LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

604
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღბა და სიფრთხილე რადგან დღეს სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის დაპირისპირება ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე გაღიზიანებას, განწყობის ხშირ ცვლას, დეპრესიასა და აგრესიას გამოიწვევს. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ღირს ახალი საქმის, პროექტების დაწყება, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს უძრავი ქონების შეძენა და მსხვილი საყიდლების გაკეთება, ვალის აღება და ფულის სესხად გაცემა, ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების მიღებისგან, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და ქრონიკული დაავადების მკურნალობისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, სახსრებსა და კუნთებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები