LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

515
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:50-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია ინტრიგების და პროვოკაციების ალბათობა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელი ცვლილებები ნეგატიურად აისახოს თქვენს გუნება-განწყობაზე.

არ ღირს იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულებას ვერ შეძლებთ.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს გაღიზიანება, მოვლენების გაზვიადებისა და ზედმეტი დრამატიზირებისკენ მიდრეკილება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ინტერიერის შეცვლისა და სახლის კეთილმოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით უარი თქვით ცხიმიანი საკვების მიღებაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, ოპალი, ამეთვისტო და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები