LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

377
cagareli201221

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:06-დან 17:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

კარგი დღეა პრობლემების სიღრმისეულად დანახვისა და საკუთარი თავის გარდასაქმნელად, მთავარია გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე, თავშეკავება და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, გადაწყვეტილება კი, მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასამართლოში საკამათო საკითხების გასაწყვეტად და პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციები, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით მოერიდეთ თაფლის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი და ნეონის ფერები, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, საფირონი, აქვამარინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები