გადაწყვეტილების მიღებამდე გულდასმით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და დეტალურად შეისწავლეთ ყველა საკითხი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღმავებლად, იურიდიული კონსულტაციის გასავლელად და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, სამგზავრო ბილეთების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ტურისტული ლაშქრობის და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. კარგი დღეა ფილტვების და სახსრების სამკურნალოდ. მიირთვით ხილი, ბოსტნეული და ზღვის პროდუქტი.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები