LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

512
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

ახალმთვარების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში დაპირისპირება ადამიანების მერყეობას და სულსწრაფობას, აგრესიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

არ ღირს გადატვირთვა და ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია მხოლოდ დაგეგმოთ ან დაასრულოთ ძველი საქმეები.

მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია თვალის აღების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – განწყობის ცვალებადობისა და უმიზეზოდ გაღიზიანების ფონზე მაღალია კონფლიქტების და უსიამოვნებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხარე და მარილიანი საკვები, თხილი, თაფლი, შოკოლადი და სხვა ალერგიული პროდუქტი, მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაჟურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები