მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:26-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 1 ნოემბრამდე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ვნებას და სექსუალურობას, ეჭვიანობას და წყენას, მეორეს მხრივ, გულწრფელობის სურვილს და პასუხისმგებლობის გრძნობას გაძლიერებას სასიყვარულო ურთიერთობებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და საქონლის ხორცით, რძის და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას. კარგი დღეა გულის და ხერხემლის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ამაზონიტი, ძოწი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ თხის რქას და თევზებს.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები