მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:30-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება არ გახდეს ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ თავშეკავება, ტაქტი და დიპლომატია ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი კონტაქტების დასამყარებლად და  კარგად მოფიქრებული, დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად, ავტომობილის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის,  სოფისე ნივთების და საათის შესაძენად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების მოწყობა, მოგზაურობა და ფინანსური ოპერაციების ჩატარება.

ჯანმრთელობა – დროებით შეზღუდეთ თხილის, თაფლის და სხა ალერგიული პროდუქტის მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და მუხლებს, კანს და კბილებს. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და მავნე ჩვევების დასამარცხებლად, თავი შეიკავეთ სტომატოლოგთან ვიზიტისგან.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მარგალიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვთ კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჰოროსკოპის ნიშნები – წარმატებული დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი და სასწორი.

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები