LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიასვენე Ferrari-ს საჭესთან – იტალია ტურისტებს საინტერესო შეთავაზებას უმზადებს

80
ferarri-blue

ფლორენციის გარეუბანში განთავსებულმა სასტურმო Salviatino-მ დამსვენებლებს საინტერესო პროგრამა მოუმზადა. უნიკალური ტურის შეძენა ოქტომბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი და 3 დღიანი დასვენების ფასი 8000 დოლარია.

პირველ დღეს, მას შემდეგ რაც სტუმარი სასტუმროში მოეწყობა, მას საუზმე და Ferrari-ს მოკლე ისტორია ელოდება. ტურისტს ბრენდის შესახებ უამბობენ და მისი მართვის რამდენიმე საიდუმლოსაც გაუმხელენ. შემდეგ კი ასარჩევად რამდენიმე ავტომობილს – 488 Pista-ს, 488 Spider-ს, California T-ს, 458 Speciale-სა და 458 Spider-ს შესთავაზებენ.

მოგზაურობა ფლორენციის ვენახების მოვლას, ყავის შესვენებას და შემდეგ უგემრიელეს სადილს მოიცავს. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ კი ვიზიტორს 50 წუთიანი სპა-პროცედურები ელოდება.

მეორე დღეს ტურისტს უკვე სხვა მარშრუტი და საბოლოოდ ფლორენციის ხედზე უგემრიელესი ვახშამი დახვდება. და ბოლოს, მესამე დღე მთავარი ღირსშესანიშნაობებით და ისევ ფერარის საჭით დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები