საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა, რომელმაც ბოლო ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
„დინამომ“ კუტალიას და დაფეს გოლებით 2:0 მოიგო.

„დინამოსთვის“ ეს მე-17 ტიტულია, რომელიც ბოლოს ჩემპიონი 2016 წელს გახდა.

მატჩი დასრულდა და დინამო არენას მოედანზე ზეიმის დრო დადგა. ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. ფეირვერკების და საჩემპიონო მუსიკის ფონზე მთაწმინდაზე ანძა დინამოს ფერებში – ლურჯად და თეთრად განათდა.

 

ეროვნული ლიგაში მეორე ადგილი ბათუმის „დინამომ“ დაიკავა 70 ქულით, ამდენივე ქულა დააგროვა აწ უკვე ექსჩემპიონმა „საბურთალომ“ და ეს ორი გუნდი გამოვა კიდევ ევროთასებზე.

ლიგიდან გავარდა „ვიტ ჯორჯია“, ხოლო „რუსთავი“ და „სიონი“ პლეი-ოფებში ითამაშებენ. ცნობილია თარიღი:

5 დეკემბერი
სიონი – სამტრედია
თელავი – რუსთავი

11 დეკემბერი
რუსთავი – ტელავი
სამტრედია – სიონი

ეროვნული ლიგა 2

4 დეკემბერი
არაგვი – გურია
კოლხეთი -სამგურალი

10 დეკმებერი
სამგურალი – კოლხეთი
გურია – არაგვი

 

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები