LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროზე ჩამოდი, უკვდავი კი არ ვარ: რატომ ქვია ასენსიოს მარკო და რას დადის ჰოლანდიაში

105
download (2)

მარკო ასენსიომ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მადრიდის „რეალს“„აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის საგარეო შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (2:1). თამაშის შემდეგ მარკო ბებიამისს შეხვდა.

ნუ გაიკვირვებთ, საუბარი ჰოლანდიურად წარიმართა. ესპანელი ნახევარმცველის სრული სახელია – მარკო ასენსიო ვილემსენი. მარკოს დედა ჰოლანდიიდანაა, მან უმცროს შვილს სახელი მარკო ვან ბასტენის საპატივსაცემოდ დაარქვა. სამწუხაროდ მარია გერტურდა მარგარეტ ვილემსენ ასენსიო 2011 წელს გარდაიცვალა. მაგრამ 90 წლის ბებია და რამდენიმე ნათესავი ჯერაც ნიდერლანდებში ცხოვრობენ.

საუბრის ბოლოს ასენსიომ საქმიანი რჩევა მიიღო ბებიისგან: „არ დაგავიწყდეს საგოლე პასების მიცემა“.
შვილიშვილი უსმენს ბებოს – ამ სეზონში მარკოს 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს 30 მატჩში.

აი მთელი კლანი ერთადაა „აიაქსთან“ მატჩისთვის.

სხვათა შორის, ასენსიომ გამარჯვების გოლის აღნიშვნისას აჩვენა პურს კარაქს როგორ უსმევს – ასე უმზადებენ, როდესაც ჰოლანდიაში ჩადის.

თუ ინსტაგრამს ვენდობით, ბოლოს მარკო ბებიასთან სტუმრად 2018 წელს იყო. ბიჭი, რომელიც ძალიან წააგავს ასენსიოს, მისი უფროსი ძმა იგორია. ისიც ფეხბურთელია, რაღაც „პლაჟეს დე კალვიაში“ თამაშობს, დაცვაში.

გასული წლის მარტში ახლობლობა მარკოს სანახავად მადრიდში ჩავიდა, „ხეტაფესთან“ მატჩზე. ასენსიო მხოლოდ ბოლო წუთებზე გავიდა, სამაგიეროდ მთელმა ოჯახმა პაელია ჭამა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები