ავტომობილის სალონი სუპერქარის ღირებულების მეათედი – 149 999 დოლარი ღირს.

კომპლექტი – წინა პანელის, ორი სავარძლის, უსაფრთხოების ღვედების, კარის პანელების, გადამრთველების, გადაცემათა კოლოფის,  ცენტრალური კონსოლის, საჭისა და ინტერიერის სხვა მცირე დეტალებისგან შედგება. გამყიდველის ინფორმაციით, ყველა დეტალი ინახებოდა სპეციალურ შენობაში, სადაც მუდმივად საჭირო ტემპერატურა იყო შენარჩუნებული.

სალონი სრულიად ახალია და ავტომობილში ჩამონტაჟებული არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ის 2006 წლიდან 2015 წლამდე გამოსულ ყველა მოდელს მოერგება. შეგახსენებთ, რომ Bugatti Veyron 2005-2015 წლებში გამოდიოდა და ჰიპერქარის სიმძლავრე 1001 ცხენის ძალა იყო.

ტეგები: Bugatti

მსგავსი თემები