LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილები არც თუ ისე უწყინარები აღმოჩნდნენ

79
electromobile-new12121

ამერიკელმა მეცნიერება დაადგინეს, რომ ტრანსპორტი გარემოს არამხოლოდ გამონაბოლქვით აბინძურებს, არამედ ლომის წილი ამ საქმეში საბურავებს მიუძღვით.

სანამ ეკოლოგები ტრადიციული ძრავების მქონე ავტომობილების აკრძალვას მოითხოვენ და ავტომწარმოებლები კი ახალ და ახალ ელექტრომობილებს ქმნიან, სანფრანცისკოელმა მეცნიერებმა სენსაციური დასკვნა გამოაქვეყნეს. გარემოს დაბნძურება მხოლოდ გამონაბოლქვის დამსახურება არ არის და საბურავებიც ძალიან საშიშ როლს თამაშობენ. წყნარი ოკეანის ზედაპირზე ნაპოვნი 7 ტრილიონი მიკროპლასტიკის ელემენტი წყალში სწორედ გზიდან მოხვდა, გზაზე კი ეს ელემენტები საბურავებისგან რჩებიან.

ეს ნაწილაკები რომ უამრავ ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთს მოიცავენ, ალბათ ამას დაკონკრეტებაც არ სჭირდება. ნარჩენების ნაწილი ოკეანეში იძირება და ფსეკრზე გროვდება, იქიდან კი ნაწილი სასმელ წყალში ხვდება. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მსოფლიომ ზრუნვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები