ელექტრონული GMC Hummer EV ერთი დამუხტვით 530 კილომეტრს გადის. ასეთი შესაძლებლობები კი 246 კილოვატ საათიანი ელემენტის დამსახურებაა.

ამერიკელ ჟურნალისტს კაილი კონერს ელემენტის სრულად დასამუხტად 2 საათი და 32 წუთი დასჭირდა. თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ აშშ-ში ელექტროენერგიის კილოვატ საათის ღირებულება 0,43 დოლარია, ჟურნალისტმა 96,3 დოლარი დახარჯა. თანაც ეს გადასახადების გარეშე.

საბოლოო ჯამში ავტომობილის დამუხტვის ღირებულებამ 100 დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, აშშ-ში არის ისეთი სადგურებიც სადაც ფულს დახარჯული დროისთვისაც ახდევინებენ, ამ შემთხვევაში საფასური კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.

სახლის პირობებში Hummer-ის დამუხტვა შედარებით იაფი იქნება, რამეთუ კილოვატის ფასი 0.13 დოლარია. ანუ სრულ დამუხტვას 28 დოლარი დასჭირდება.

ტეგები: Hummer

მსგავსი თემები