LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბეტ II ფორმის ბარბის თოჯინები 3 წამში სულ ამოიყიდა

44
Capture

საიუბილეო ბარბის თოჯინები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ II სახე აქვთ, ზუსტად 3 წამში გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ს John Lewis-ის მაღაზიათა ქსელში უთხრეს.

საკოლექციო ფიგურის ფასი 95 ევრო იყო, ამიერიდან კი გადამყიდველები მას მინიმუმ ორჯერ უფრო ძვირად გაყიდიან. ბარბის მწარმოებელი კომპანია Mattel არ გამორიცხავს, რომ მომავალში დედოფლის თოჯინის კიდევ ერთი პარტია გამოუშვას.

საპატიო თოჯინა, რომელიც ბრიტანეთის მონარქიის მეთაურს გამოსახავს, დედოფლის ტახტზე ყოფნის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ მისი ამოცნობა ელეგანტურ კაბაში ძალიან მარტივია, თოჯინას სამეფო ორდენებიც ამშვენებს.

ბრიტანეთის დედოფალი საპატიო თარიღს 2022 წლის 2 ივნისს იზეიმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები