LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დაასახელეს ნაცია, რომელსაც ნაბახუსევი ყველაზე მეტად აწუხებს

53
ნაბახუსევი

ბრიტანელებს ნაბახუსევი ყველაზე მეტად აწუხებთ. ასეთი დასკვნა გერმანულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Statista Global Consumer Survery-მ გამოაქვეყნა.

მკვლევრებმა გამოკითხვა 8 ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩაატარეს: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, ავსტრალიის, კანადის, მექსიკის და ჩინეთის. მიღებული მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ყოველ მე-5 მაცხოვრებელს ალკოჰოლის მიღების შემდეგ ნაბახუსევი აწუხებს. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია ვიდრე ფრანგების შემთხვევაში, რადგან ეს პრობლემა ფრანგთა შორის ყოველ მე-10 ადამიანს თუ აქვს.

ექსპერტებმა ასეთი სხვაობის მიზეზიც დაადგინეს. მათი აზრით, საფრანგეთის მკვიდრნი ბევრად ხარისხიან ალკოჰოლს იღებენ, თანაც ბევრად ნაკლები დოზებით ვიდრე ბრიტანელები. შედეგად ნაბახუსევის სინდრომის მტკივნეულ სიმპტომებსაც უფრო იშვიათად განიცდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები