LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელიც სტრესთან ბრძოლას ართულებს

127
2020-10-08-1--Allergic-to-alcohol-201012-

რაციონალურად კვების სპეციალისტმა და კვებითი აშლილობების მკურნალმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სტრესთან გამკლავებაში ადამიანს სეროტონინის ჰორმონი ეხმარება.

მთავარი პროდუქტი კი, რომელიც ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას აუარესებს და სტრესთან ბრძოლის უნარსაც აქვეითებს არის – ალკოჰოლი. სპეციალისტის განმარტებით, სპირტიანი სასმელების რეგულარული მიღება სეროტონინის დონეს მინიმუმამდე ამცირებს.

„როდესაც სტრესულ სიტუაციაში ვხვდებით, გამომუშავდება სეროტონინი, რომელიც დამშვიდებაში გვეხმარება, მისი დახმარებით ემოციური სირთულეების დაძლევას ვახერხებთ. ალკოჰოლის მოხმარების შედეგად, როცა მისი მარაგები მცირდება ადამიანს სტრესთან გამკლავება ძალიან უჭირს.“

სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ ალკოჰოლის ხშირად მიღება ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები