კრაშ-ტესტებმა აჩვენა, რომ საშუალო ზომის კროსოვერებში უკან მსხდომი მგზავრები კარგად დაცულები ვერ არიან. საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის სპეციალისტებმა სულ 13 კროსოვერი და ყველგანმავალი დატესტეს და დაადგინეს, რომ საკმარისი დაცულობა მხოლოდ 4 მათგანს ჰქონდა. ექსპერტთა შეფასებით მაღალი შეფასება დაიმსახურეს – Ford Explorer-მა, Ford Mustang Mach-E-მ, Subaru Ascent-მა და Tesla Model Y-მ. დანარჩენების შედეგები უმჯობესია, უკეთესი ყოფილიყო.

ამერიკულმა ორგანიზაციამ თავისი კრაშ-ტესტები ცოტა ხნის წინ განაახლა და მძღოლის უკან მგზავრის მანეკენი დაამატა. შედეგად ცამეტივე კროსოვერში მძღოლის დაცულობა საკმაოდ ნორმალური იყო, ხოლო ახალი მანეკენის შემთხვევაში კარგი შედეგი რამდენიმეს თუ ჰქონდა.

ორმა Ford-მა, Subaru-მ და Tesla-მ საუკეთესო ქულები დაიმსახურეს, თანაც განსაკუთრებით გამორჩეული იყო ford Mustang Mach-E, სადაც სხეულის სხვადასხვა ნაწილები საუკეთესოდაა დაცული.

უკან მჯდომი მგზავრის უსაფრთხოება საშუალოდ შეაფასეს სპეციალისტებმა Chevrolet Traverse-ის, Toyota Highlander-ის და Volkswagen Atlas-ის შემთხვევაში.

ხოლო დანარჩენმა ექვსმა კროსოვერმა ძალიან ცუდი ქულები დაიმსახურა, ესენია – Honda Pilot, Hyundai Palisade, Jeep Grand Cherokee, ოთხკარიანი Jeep Wrangler, Mazda CX-9 და Nissan Murano.

მსგავსი თემები