LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი და ყველაზე ცხელი Griffith გზაზე გამოსასვლელად ემზადება

98
grfth34345

ფირმა TVR–ის კერძო კლიენტებმა მიიღეს წერილი, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელი ლესლი ედგარი მოდელი Griffith–ის შესახებ საუბრობს. კუპეს კონცეპტუალური პროტოტიპის პრემიერა ჯერ კიდევ 2017 წელს შედგა და 2020 წლის დასაწყისამდე პროექტი არავის გახსენებია.

როგორც გამოცემა Autocar იუწყება, Griffith–ის ერთადერთი არსებული პროტოტიპი საერთო მოხმარების გზებისთვისაა სერთიფიცირებული და კომპანია მის გამოყენებას უახლოეს თვეებში დაიწყებს. გარდა ამისა, TVR მოელაპარაკა Ford–ს და კუპე Mustang–ის V8 ძრავს მიიღებს. თუ რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს აგრეგატი Griffith არ აზუსტებს, სავარაუდოდ, საუბარი 506 ცხენის ძალაზეა. „მუსტანგის“ შემთხვევაში ძრავი 412 ცხენის ძალაზე ადის.

ასეა თუ ისე, პროექტზე ძალიან ნელა მუშაობენ, ამიტომ კლიენტები თავის ავტომობილს უახლოეს მომავალში ნამდვილად ვერ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები