LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი მესი ერთად აღებულ ყველა ქალზე მდიდარია

140
2625383-54330350-2560-1440

გაეროს ტვიტერმა ფეხბურთში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ პოსტი გააკეთა.

საუბარი ქალი ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებაზეა. ჩანაწერი ილუსტრირებულია სურათით, რომელზეც „ბარსელონას“ ფეხბურთელი ლეო მესია დახატული.

„მსოფლიო დონის მამაკაცი ფეხბურთელი, როგორიცაა ლიონელ მესი, წლიურად 84 მილიონ დოლარს იღებს (ხელფასი+ბონუსი). ხოლო მსოფლიოს შვიდი წამყვანი ლიგის ყველა 1693 ქალი ფეხბურთელის საერთო ანაზღაურება – 42.6 მილიონი დოლარია. სტრუქტურა „გაერო-ქალები“ სპორტში თანაბარ ანაზღაურებას ითხოვს“, – ნათქვამია პოსტში.

 

 

ამჟამად საფრანგეთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები