LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ყველაზე სასიამოვნო გამარჯვება – რა თქვეს მწვრთნელებმა

47
2629623-w1

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური დასრულდა. ტურის მეორე სათამაშო დღეს დიდი სენსაციები არ ყოფილა, რაც მთავარია, ბრძოლა გრძელდება და ყველას აქვს შანსი, ვისაც უნდა ჰქონოდა. აი როგორ შეაფასეს თავიანთი შეხვედრები მწვრთნელებმა.

 

 

ანტონიო კონტე „ბორუსიასთან“ მატჩზე: „უნდა მოგვეგო პლეი-ოფისთვის ბრძოლაში რომ დავრჩენილიყავით“.

ლუსიენ ფავრი: „არ შეიძლება „ინტერთან“ 10 შანსის იმედი გქონდეს, უნდა გამოიყენო მომენტები“.

იურგენ კლოპი: „დიდად არ მომეწონა „გენკთან“ თამაში, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით“.

ერნესტო ვალვერდე: „ტერ შტეგენი „ბარსას“ საკვანძო მოთამაშეა ამ ლიგაზე. „სლავიას“ შეტევების ზვავი ქონდა“.

„ლიონის“ მწვრთნელი „ბენფიკასთან“ 1:2-ზე: „ჩვენ ძალიან ხელსაყრელი მომენტები გვქონდა, მაგრამ შეცდომების გამო წავაგეთ“.

„ბენფიკას“ მწვრთნელი: „ჩვენ დავიმსახურეთ „ლიონთან“ მოგება“.

კარლო ანჩელოტი: „ყველამ არ იცის „ზალცბურგზე“, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო გუნდია. ყველაფერი ვცადეთ, რომ მოგვეგო“.

იულიან ნაგელსმანი: „ლაიპციგს გაუმართლა, რომ „ზენიტის“ გადაცემებს სიზუსტე აკლდათ“.

ლემპარდი „აიაქსთან“ 1:0-ზე: „ეს ჯერჯერობით ყველაზე სასიამოვნო გამარჯვებაა ჩემთვის“.

 

ხვალ დასვენების დღე იქნება: რა თქვეს ლიგის მატჩების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები