ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრების ბოლო დღეს, +109 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გამოდის.

ატაცში მესამე მისვლაზე ქართველმა გოლიათმა 220 კგ. დააფიქსირა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ჩვენიანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა და 220 კილოგრამიც დაძლია, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 

აქამდე რეკორდი 218 კგ იყო, რომელიც ასევე ლაშას ეკუთვნოდა. ეს შედეგი მან ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დააფიქსირა.

ატაცში ლაშა მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 2015 წელს, ჰიუსტონში 207კგ დაძლია, 2017 წელს ანაჰაიმში 217კგ-ს მოერია, შარშან, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კი 217კგ ასწია.

 

სულ კი ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში რეკორდის შემდეგ მან აკვრაში 264 კილოგრამი ასწია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები