LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს რანაირი საოცრებაა: პატარა ბიჭმა გუშინ პარიზი დაამხო და ხვალ სკოლაში მიდის

88
rue675f48f3e9

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვით „მანჩესტერ იუნაიტედია“, მაინც გასაკვირი ამბავია. საშინაო მატჩის წაგების შემდეგ და ლამის მთელი გუნდის არყოფნის მიუხედავად, ქამბექების დიდოსტატმა ინგლისურმა გრანდმა ბედის ჩარხი თავის სასარგებლოდ დაატრიალა.

 

აი რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

„მანჩესტერი“ ლიგის მეოთხედფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ვან გაალისა და მოურინიოს დროს ასე არ ყოფილა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შინ ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა. ასე იყო 34-ჯერ და მერე მოვიდა სულშერი.

17 წლის ნახევარმცველი მეისონ გრინვუდი „მანჩესტერის“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ჩემპიონთა ლიგაზე – 17 წლის და 156 დღის. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა ჟერარ პიკეს (17 წლის და 310 დღის). როდესაც გრინვუდი დაიბადა, ჯიჯი ბუფონს იტალიის ნაკრებში უკვე ქონდა 23 მატჩი ჩატარებული. და კიდევ: გრინვუდს შეუძლია დღეს სკოლაში არ წავიდეს, მაგრამ ხვალ უკვე გაკვეთილებზე უნდა იყოს.

„მანჩესტერი“ 2.5-ჯერ ნაკლებად ურტყამდა ვიდრე პსჟ: 5 დარტყმა 12-ის წინააღმდეგ.

„იუნაიტედს“ ფაქტობრივად არ ქონია ბურთი: 72.4% ფლობა 27.6%-ის წინააღმდეგ.

პარიზის 93-ე წუთის გარდა მარკუს რაშფორდს არასოდეს დაურტყამს პენალტი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში.

და რაც ყველაზე საოცარია: სულშერს სტუმრად ვერავინ აჩერებს. აი ასე გამოიყურება გასვლითი მატჩების სქემა თუ გამარჯვებას ასო W-თი აღვნიშნავთ: WWWWWWWWW. 23 გოლი და 4 გაშვებული.

 

 

წუხანდელი მეორე მერვედფინალიც დაძაბული გამოდგა. აქ შეხვედრის ბედი დამატებითი დროის მიწურულს დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, როდესაც „პორტომ“ საბოლოოდ 3:1 მოუგო „რომას“.

 

„პორტო“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლო 4 წელიწადში პირველად გავიდა.

„პორტუს“ ფორვარდმა მარეგამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.

„რომა“ პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 31 გასვლით მატჩში გოლი გაუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები