LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს თუ კიდევ გაიტანდა… იტალიაში ფეხბურთზე ხალხი არ იქნება – ამბები მოკლედ

74
752x395-manchester-united-5-0-club-brugge-mac-sonucu-1582840432688

„ზალცბურგისა“ და „აინტრახტის“ მატჩი ევროპა ლიგაზე ქარიშხლის საშიშროების გამო გადაიდო.

სულშერი ფრედის პირველ გოლზე ბოლო 1.5 წელიწადში: „არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ცოცხალი ვიქნებოდი, როდესაც ის ისევ გაიტანდა“.

„მანჩესტერმა“ 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო შინ. მაშინ მწვრთნელი ფერგიუსონი იყო.

„მანჩესტერი“ არ აგებს 7 მატჩია ზედიზედ, ბურთების სხვაობა – 18:1.

„მანჩესტერმა“ ყველა ტურნირზე 15 პენალტი მიიღო და 11 გაიტანა. პრემიერლიგის გუნდებს შორის ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბრუნო ფერნანდეშმა 9 (6+3) ქულა დაგროვა ევროპის ლიგის 7 შეხვედრაში ამ სეზონში.

„არსენალმა“ ევროთასებზე „ოლიმპიაკოსთან“ მეხუთედ წააგო. უფრო ხშირად მარტო „ბაიერნთან“ და „ბარსასთან“ აგებდა.

კონტე ევროპის ლიგაზე: „ინტერი“ შეეცდება მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“.

ლუკაკუმ ევროპის ლიგის 7 მატჩში გაიტანა ზედიზედ. ალან შირერს 8-მატჩიანი სერია ქონდა.

უეფა თანამშრომლებს ურჩევს არ ჩაიცვან ბრენდირებული ტანსაცმელი „სიტის“ მატჩებზე.

ფიფამ შეზღუდა საერთოშორისო იჯარები. 20/21 სეზონი ლიმიტი – 8, 22/23 სეზონში – 6.

სერია ა-მ დაადასტურა, რომ „იუვენტუს“-„ინტერი“ და კიდევ 4 მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის კორონავირუსის გამო.

ლუის რუბიალესი: „ლა ლიგაში თამაშები ორშაბათობით არ იქნება, სანამ მე ფედერაციის თავკაცი ვარ“.

„ნაპოლი“ წინადადებებს ელის კულიბალის თაობაზე „მანჩესტერისგან“, „ბაიერნისგან“ და „ევერტონისგან“.

ჰაკერმა გვარდიოლას ელექტრონული ფოსტა გატეხა და მიღებული მონაცემების სანაცვლოდ 100 ათას ფუნტს ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები