LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი არაბეთში გადაბარგდება, რონალდოს არ დასჯიან – ამბები მოკლედ

90
rueee162d0316.36

უახლოესი სამი სეზონი ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში გაიმართება. ამაში არაბებმა 120 მილიონი ევრო გადაიხადეს. 20 მილიონს მონაწილე გუნდები გაინაწილებენ.
ამიერიდან სუპერთასი ახლებურად ჩატარდება: ჯერ ნახევარფინალები იქნება (8 და 9 იანვარი) და მერე ფინალი (12 იანვარი). წელს დაწყვილდნენ „ბარსელონა“-„ატლეტიკო“ და „რეალი“-„ვალენსია“. ასე რომ, დიდი შანსია ელ კლასიკო მივიღოთ. ფედერაციის პრეზიდენტმა არაბეთში გადაბარგების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სხვა შემთხვევაში ტურნირი გაუქმდებოდა.

 

კრიშტიანო რონალდოს არ დასჯიან „მილანთან“ თამაშის დროს უსაქციელობის გამო.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები კი რონალდოსგან ბოდიშს ელოდებიან „მილანთან“ მატჩის დროს ქცევის გამო.

„არსენალის“ მენეჯერებმა თანამშრომლებთან შეხვედრისას უნაი ემერის მხარი დაუჭირეს.

რაჰიმ სტერლინგი მონტონეგროსთან სანაკრებო მატჩისგან მოკვეთეს ჯო გომესთან კონფლიქტის გამო.

ლინდელოფი ზედიზედ მეორედ გახდა შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი.

სპალეტიმ შესაძლოა მონტელა შეცვალოს „ფიორენტინაში“.

საუდის არაბეთის სპორტის მინისტრი ქალების ფეხბურთზე დაშვებაზე: „ჩემი ქვეყანა განსხვავდება იმისგან, რაც 10 წლის წინ იყო“.

იტალიის ნაკრებმა ახალი საგარეო ფორმა აჩვენა. ის თეთრია აღორძინების ხანის ელემენტებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები