LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი არაბეთში გადადის: ფული მართლაც ყველაფერზე ძლიერია

101
754642-21061734-2560-1440

ესპანეთის სუპერთასი შესაძლოა საუდია არაბეთში გადავიდეს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Marca-ის ინფორმაციით, საუბარია უახლოეს 6 სეზონზე და 30 მილიონ ევროზე. ასევე 2020 წლიდან სუპერთასზე მონაწილე გუნდების რაოდენობა შესაძლოა ორიდან ოთხამდე გაიზარდოს.

ესპანეთის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული „ბარსელონაა“, რომელმაც ფინალში „სევილია“ დაამარცხა და ეს თამაში მაროკოს ქალაქ ტანჟერში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ფეხბურთის ხელმძღვანელობა გეგმავდა ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩის ჩატარებას ჩრდილოეთ ამერიკაში, მაგრამ ფეხბურთელებმა პროფკავშირებს მიმართა და ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები