LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი პუმაზე გადაერთო, ლივერპულს ახალი ფორმა ექნება, ნოტრდამს ფულს ფეხბურთიც მისცემს

193
La-Liga-replaces-Nike-with-Puma-as-official-ball-of-the-league

ლა ლიგამ გერმანულ მწარმოებელ Puma-სთან კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო სეზონიდან პრიმერას მატჩებში და დაბალ დივიზიონებში სწორედ „პუმას“ ბურთები გაგორდება. Nike-თან თანამშრომლობა 23 წელი გაგრძელდა.

 

„ლივერპული“ აპრილში ახალი სეზონისთვის ახალ ფორმას წარადგენს. ინტერნეტში კი უკვე გამოჩნდა. კლუბისა და სპონსორის ემბლემები ოქროშია შესრულებული, მაისური კი თითქმის მთლიანად წითელია თეთრი ზოლებით. შორტები და გეტრებიც წითელი იქნება.

 

 

 

„რეალი“ ზიდანის დაბრუნების შემდეგ საშუალოდ უფრო მეტს უშვებს, ვიდრე სოლარისა და ლოპეტეგის დროს (ბოლო მატჩი „ლეგანესთან“ 1:1).

ბენზემამ ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ობამეიანგმა პრემიერლიგაში მე-18 გოლი შეაგდო. სალაჰსა და აგუეროს ერთით მეტი აქვთ.

„რეალი“ დაინტერესებულია „ვესტ ჰემის“ მცველით, რაისით.

„რენის“ მფლობელი 100 მლნ ევროს გაიღებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის.

ბალოტელი გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშე მარტში. მან მბაპეს და დემბელეს გაასწრო.

ვიეირამ შესაძლოა ზაფხულში „ლიონი“ ჩიაბაროს.

„ბარსელონამ“ უარი თქვა იოვიჩის ტრანსფერზე.

რიბერით დაინტერესებული არიან ყატარის კლუბები, ერთ-ერთი მათგანია „ალ სადი“, სადაც ჩავი თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები