LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ქუჩებში ცხენებიანი ეტლები აღარ იქნებიან

125
thumb_1024x663_horse-carriage-11zon-772x500

ესპანეთის ქალაქების ქუჩებიდან ტურისტული ეტლების გაქრობა იგეგმება. Eco Politic-ის ინფორმაციით, ცხენების ნაცვლად ქუჩებში ელექტრო ტრანსპორტი გამოჩნდება.

ეტლების აკრძალვის მოთხოვნით ცხოველთა დამცველები გამოდიოდნენ. აქტივისტთა აზრით, ქალაქში ცხოვრება და მუშაობა ცხოველთა ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა – მაგალითად, ბევრ მათგანს სახსრების პრობლემები დაეწყო. ამას დაემატა სასუნთქი გზების ანთება, რაც ჰაერში მავნე გამონაბოლქვს უკავშირდება. ამასთან, ხმაურის გამო ცხოველები აგრესიულებიც გახდნენ.

ხელისუფლება ამ მოსაზრებას მხარს უჭერს, თუმცა აღნიშნავს რომ აკრძალვა ეტაპობრივი უნდა იყოს, საჭიროა ბიუროკრატიული სირთულეების გადაჭრაც, რაც ელექტრო ტრანსპორტის რეგისტრაციას უკავშირდება.

პირველი ესპანური ქალაქი, სადაც ეტლები სრულად გაქრება პალმა დე მალიორკა იქნება. დასახლებაში აკრძალვა 2024 წლიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები