ბარსელონაში (ესპანეთი) ე.წ. „გაყინული ზოოპარკის“ შექმნას აპირებენ. იქ საკმაოდ მაღალ – 196 გრადუსიან ტემპერატურაზე ძალიან იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დნმ-ს შეინახავენ.

ნიმუშებს ზოოპარკებსა და ეროვნულ ნაკრძალებში მობინადრე ცხოველებისგან აიღებენ. მატერიალს ნემსისა და სხვა ქირურგიული ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე შეაგროვებენ.

გაყინული დნმ-ნიმუშის შენახვას ფაქტობრივად ვადა არ აქვს და სამუდამოდ ინახება. მომავალში მისი გამოყენება ხელოვნური განაყოფიერების და კლონირებისთვისაც კია შესაძლებელი.

ასეთი ბიობანკის შექმნა მეცნიერებს საშუალებას მისცემს ბევრად უფრო ეფექტური გენეტიკური და გენომური კვლევები ჩაატარონ.

ე.წ. „ზოოპარკი“ ყოველი შემთხვევისთვის ორ ადგილას იქნება განთავსებული, ერთი – ევოლუციის ინსტიტუტში და მეორე ბარსელონას უნივერსიტეტში.

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები