LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანურ ქალაქში ძეგლები გამვლელებს საინტერესო შეტყობინებებს გაუგზავნიან

109
1500x100_CasaMuseoCervantes

ესპანურ ქალაქ ალკალა-დე-ენარესში ძეგლებსა და მუზეუმების კედლებში ჩაამონტაჟეს სპეციალური გადამცემები, რომლებიც გამვლელებს ისტორიული ობიექტების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან.

შეტყობინების მიღების მსურველებმა უნდა გადმოწერონ სპეციალური აპლიკაცია და ინფორმაციის მიღებას დაეთანხმონ – ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, ტექსტურ ან აუდიო ფორმატში.

ალკალა-დე-ენარესი სერვანტესის სამშობლოა და ქალაქში ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, დასახლებაში მდებარეობს ესპანური თეატრის უძველესი შენობაც.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქალაქებში სულ უფრო ხშირად ჩნდება „ჭკვიანი“ ობიექტები. მაგალითად, საბერძნეთში დადგეს სკამი, რომელიც უფასო wifi-ს არიგებს და მსურველებს ახალ ამბებსაც აცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები