LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური ქალაქის მაცხოვრებლებს ელექტრო ველოსიპედისთვის ფულს დაურიგებენ

49
Bike-Europe-Ebike-now-also-Turning-Spainport-Zone

პატარა ესპანური ქალაქის სანტანდერის მაცხოვრებლები შეძლებენ რომ ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მთავრობისგან დახმარება მიიღონ. თითოეულ ადამიანზე 350 ევრო იქნება გათვლილი.

ამ თანხის მისაღებად, შერჩეული ველოსიპედის ფასი 1500 ევროს არ უნდა აჭარბებდეს და თან მსურველებმა ის აუცილებლად ერთ-ერთ ადგილობრივ მაღაზიაში უნდა შეიძინონ. ამ გზით მერიას არა მხოლოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, არამედ საქალაქო მცირე ბიზნესის მხარდაჭერაც სურს.

თანხის დარიგების პირველი ეტაპი უახლოეს კვირაში დაიწყება. ქალაქი 75 ათასი ევროს გაცემას გეგმავს და ფულს 200-ზე მეტი მოქალაქე მიიღებს. თუკი აქცია პოპულარობით ისარგებლებს, მას მომავალშიც გაიმეორებენ და ბიუჯეტსაც გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის მერია უკვე კარგა ხანია რაც მსუბუქი ელექტრონული ტრანსპორტის ღირებულების 50%-ს იხდის. საფრანგეთში კი 2,5 ათას ევროს უხდიან ყველას, ვინც პირად ავტომობილზე უარს იტყვის და ელექტრო ველოსიპედს აირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები