ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის მერი, კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების წევრები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღო. შესაბამისად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავტომატურად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

2021 წლისთვის უკვე დაგეგმილია ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა. დარბაზი 15 000 გულშემატკივარს დაიტევს და სრულიად შესაბამისი იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ მამაკაცთა შორის გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

წყარო:gbf.ge

ტეგები: EuroBasket 2021
კატეგორიები: გოლი სპორტი