LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას ელექტრომობილები იპყრობენ

94
-107921366-electric-vehicle-charging

ევროპაში ელექტრომობილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ექსპერტთა შეფასებით, ეკოლოგიური ტრანსპორტის ოდენობა 2021 წლისთვის თითქმის გასამმაგდება. ავტომწარმოებლები გეგმავენ, რომ 2021 წლისთვის ბაზარზე დამატებით 214 მოდელი გამოიყვანონ, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 154-ით უფრო მეტია.

ბაზარზე მეტი მოდელის გამოჩენა, კონკურენციას გაზრდის, რაც საბოლოოდ ფასებზეც აისახება. ყველასთვის ხელმისაწვდომი ელექტრომანქანები კი ბენზინისა და დიზელის საწვავზე უარის თქმას ბევრად გაამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ელექტრო მოდელი გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში იწარმოება და 2023 წლისთვის ევროპაში დამატებით 16 ახალი ქარხანა ამუშავდება.

მომავალი თაობის ელექტომოდელების მიზანი არამხოლოდ ეკოლოგია, არამედ მოდური და ძალიან მიმზიდველი ავტომობილების შექმნაცაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები