„ტესლას“ წარმოების მაჩვენებელმა ევროპის მასშტაბით კვირაში 1000 ეგზემპლარს მიაღწია. საუბარია ბერლინის ქარხანაზე, რომლის კონვეიერიც გასული წლის შემოდგომაზე ამუშავდა. გეგმის მიხედვით, წარმოების ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ აპრილის თვეში უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინ საჭირო დეტალების სიმცირის გამო მაქსიმალური ციფრი კვირაში 350 მანქანა იყო.

„ტესლას“ პირველი ევროპული ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. პროცესში კომპანია არაერთ პრობლემას გადააწყდა, მათ შორის ადგილობრივი ეკოაქტივისტების პროტესტს, რომელთა გამოც მუშაობა რამდენჯერმე შეჩერდა. 2021 წელს ქარხანა დაასრულეს და ილონ მასკმა 9 ათას კაციანი წვეულებაც მოაწყო. თუმცა, მუშაობის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის არ ქონის გამო ისევ გადაიდო და ეს ნებართვა მასკმა მხოლოდ 2022 წელს აიღო.

გამოცემა Electrek-ის ინფორმაციით, ევროპული ქარხანა ამერიკულ ქარხნებს უკვე აღარაფრით ჩამოუვარდება და შეიძლება ითქვას, რომ უკეთაც კი მუშაობს.

ტეგები: tesla

მსგავსი თემები