ევროპის 6-გზის ჩემპიონები. „ლივერპულის“ ფანებმა ფული შეაგროვეს თვითმფრინავიდან ბანერი რომ გადმოეშალათ. მიზანი ერთადერთია – „მანჩესტერის“ დამცირება.

„ლივერპულის“ გულშემატკივრებმა ასე ლამაზად დატროლეს „იუნაიტედის“ ფეხბურთელები, რომლებიც ავსტრალიურ ტურნეში არიან.

„წითელი ეშმაკების“ ვარჯიშის დროს მათ ბაზაზე გადაიფრინა მერსისაიდელი ქომაგების მიერ შეკვეთილმა თვითმფრინავმა, რომელსაც მიბმული ქონდა ბანერი: “ლივერპული“ ევროპის 6-გზის ჩემპიონია“.

მოგეხსენებათ, წელს „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს მეექვსე მთავარი ევროპული ტიტულია ამ გუნდისთვის.
„მანჩესტერს“ საპატიო ტროფეი სამჯერ აქვს მოგებული.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები