LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ძველი და ახალი ჩემპიონები (ვიდეო)

99
rueb6fb7685cb

საკლუბო საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და ბევრგან გაცხოველებული გადამწყვეტი ბრძოლებია, თუმცა ზოგან უკვე ყველაფერი გაირკვა, ზოგან კი თითქმის გარკვეულია (მაგ: ესპანეთში).

პარი სენ ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია.
მეორე ადგილზე მყოფმა „ლილმა“ „ტულუზა“ ვერ დაამარცხა (0:0) და პსჟ მიუღწეველი გახდა. პარიზელებს თავიანთი საჩემპიონო მატჩი დაწყებული არ ჰქონდათ, ისე შეიტყვეს ჩემპიონობა.
და მაინც, პსჟ-მ შინ „მონაკო“ კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხა.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა. ახლა, შაბათს, 27 აპრილს, ქვეყნის თასის მოგების შანსიც აქვს. ფინალში „რენს“ ეთამაშება.

სულ კი პსჟ-ს ანგარიშზე რვა მოგებაა ეროვნულ ჩემპიონატში.

 

 

ტურინის „იუვენტუსმა” „ფიორენტინა” დაამარცხა (2:1) და ზედიზედ მერვედ გახდა იტალიის ჩემპიონი.
„ბებერ ქალბატონს” 35-ჯერ აქვს მოპოვებული ჩემპიონობა. ამაში არ ითვლება 2005 და 2006 წლების პირველობა, რომელიც კლუბს კალჩოპოლოს გამო ჩამოართვეს.
ზედიზედ მერვე ჩემპიონობა კი ევროპის ტოპ ლიგების რეკორდია.

 

 

საბერძნეთში კი ჩემპიონი პაოკ გახდა, რომელმაც ჩემპიონატი ბოლო 34 წელიწადში პირველად მოიგო. ფანებმა ცეცხლოვანი შოუ მოაწყვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები