LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის სუპერთასი ლივერპულისაა

110
68450079-10158172667782573-3800800118542696448-o

ევროპის სუპერთასი „ლივერპულმა“ მოიგო. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ევროპა ლიგის მფლობელი ლონდონის „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გუნდებმა თითო გოლი დამატებით დროშიც გაიტანეს. პენალტების სერიაში მერსისაიდელებმა ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულეს, ხოლო ლონდონელებმა ბოლო, მეხუთე გააფუჭეს.

 

ლივერპული – ჩელსი 2:2 (პენ 5:4)
სტამბოლი. “ვოდაფონ არენა”
გოლები: 0:1 ჟირუ (36), 1:1 მანე (48), 2:1 მანე (95), 2:2 ჟორჟინიო (101)

ლივერპული: ადრიანი, გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ალეკსანდერ-არნოლდი 90), ფაბინიო, მილნერი (ვეინალდუმი 64), ჰენდერსონი, ოკსლეიდ-ჩემბერლენი (ფირმინო 46), სალაჰი, მანე (ორიგი 103)

ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი (ტომორი 85), პალმერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 101), კანტე, ჟორჟინიო, პულიშიჩი (მაუნტი 74), პედრო, ჟირუ (აბრჰამი 74)

 

„ლივერპული “სუპერთასზე გამარჯვებებით „რეალს“დაეწია. წინ მხოლოდ „ბარსა“ და „მილანი“ არიან.

„ჩელსიმ“ მესამედ წააგო სუპერთასი. უფრო ხშირად მხოლოდ „ბარსელონას“ და „სევილიას“ წაუგიათ – 5-ჯერ.

იურგენ კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც სუპერთასი მოიგო.

კლოპი გამარჯვების შემდეგ: „ახლა უნდა ვიპოვოთ გზა ახალი მწვერვალების დასაპყრობად“.

ლემპარდი: „ვფიქრობ, ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა“.

ადრიანმა მოიგო თავისი პირველი ტროფეი კარიერაში. მას „ლივერპულში“ დებიუტი ერთი კვირის წინ ქონდა.

ვირხილ ვან დეიკი: „პენალტის წინ ადრიანს ვუთხარი, რომ მას შეეძლო გმირი გამხდარიყო. გახდა კიდეც“.

კლოპი: „ადრიანი გასახდელში ლიდერიც არის. შესვენებაზე ის ჩემზე ხმამაღლა ლაპარაკობდა“.

ადრიანი პირველ ტროფეიზე: „კეთილი იყოს „ლივერპულში“. მობრძანება“.

კლოპმა 800 მატჩი ჩაატარა კარიერაში და მოიგო 7 ტროფეი. „ლივერპულში“ საუკეთესო პროცენტია – 57%.

სადიო მანემ დუბლი შეასრულა და ევროტასებზე „ლივერპულის“ ტოპ 5 ბომბარდირებში შევიდა.
მანეს 17 გოლი აქვს ევროთასებზე, ფირმინიოს და სალაჰს – 16.

 

და კიდევ:
ეს იყო ისტორიული სუპერთასი. ამ დონეზე პირველად იმსაჯა ქალმა არბიტრმა. ეს გახლდათ ფრანგი სტეფანი ფრაპარი. მას ასევე გოგონები ეხმარებოდნენ: ფრანგი მანუელა ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ონილი.

ფრაპარამა გააუქმა ორი გოლი.
აჩვენა სამი ყვითელი ბარათი.
მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – დანიშნა პენალტი და მთავარი: ამ ეპიზოდში VAR-ის გარეშე გაერკვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები