აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა. კობიაშვილის თქმით იმ შემთხვევაში, თუ “უეფა“ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების საქართველოში გამართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე შესაძლოა აღნიშნულ მატჩებზე მაყურებელი ტრიბუნებზე დაუშვან.

კობიაშვილი ამბობს, რომ როგორც ფეხბურთის ფედერაცია, ასევე „უეფა“ დაინტერესებული არიან, რომ სტადიონზე ხალხი შევიდეს. გარდა ამისა ფედერაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია შიდა ჩემპიონატში მაყურებლის თამაშებზე დასწრება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ გადამწყვეტი მაინც შემოდგომაზე არსებული ეპიდსიტუაცია იქნება. იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, ფედერაცია ეცდება სტადიონები კიდევ უფრო გახსნას.

 

წყარო: 1tv.ge

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები